რუსეთში ჟურნალისტი სიტყვა „ფრონტის“ წარმოთქმისთვის დააჯარიმეს
რუსეთში გამოცემა Yakutia.Info-ს რედაქტორის მოადგილე, ტიმოფეი ეფრემოვი ტელეარხ „დოჟდზე“ სიტყვა „ფრონტის“ წარმოთქმისთვის სასამართლომ 30 000 რუბლით დააჯარიმა (დაახლოებით 1 158 ლარი).
მან თქვა ფრაზა: „ქალს ფრონტზე ვერ გაგზავნი“, რაც თითქოს რუსეთის არმიის დისკრედიტაციას ახდენს.
სასამართლომ განაცხადა, რომ ცნება „ფრონტი“ ეხება ომს და რუსეთი აწარმოებს არა ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას“.
ამდენად, ჟურნალისტს ოფიციალური ტერმინის „კონტაქტის ხაზი“ გამოყენება მოუწია. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, მაგრამ ამის შემდეგ ის დაიხურა.