„უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა“ – ფინეთის პრემიერი
ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი მის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებდა.
„ჩვენ შეგვიძლია, გადავხედოთ ისტორიას და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა, უნდა იყოს თუ არა უკრაინა უკვე ნატოს წევრი? ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება, რათა ფინეთში არასდროს იყოს ომი“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მანვე დასძინა, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთი ყირიმს თავს დაესხა, ევროპასა და მოკავშირეებს უფრო ძლიერად უნდა ემოქმედათ.