ნიდერლანდები უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო სისტემის გადაცემას გეგმავს

ნიდერლანდები უკრაინისთვის თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემის Patriot-ის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ შევუერთდეთ გერმანიისა და შეერთებული შტატების ინიციატივას და გავაგზავნოთ Patriot-ები უკრაინაში“, – ციტირებს რუტეს განცხადებას გამოცემა De Telegraf-ი.

ჯერჯერობით უცნობია როდის მიიღებს უკრაინა აღნიშნულ სისტემას.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,5 მილიარდი ევროს გამოყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები