ნიკა მელია: ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ჩანაწერის გავრცელება მერაბიშვილის დაგეგმილი იყო

ზუსტად ვიცი, რომ ეს არის მერაბიშვილის დაგეგმილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ჩანაწერი გაავრცელეს და შემდეგ დაგმეს. ზუსტად ვიცი, რომ ეს არის მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ ჩანაწერს შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნებზე.

მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე. გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები