გერმანიის პოლიციამ გრეტა ტუნბერგი დააკავა

გერმანიის პოლიციამ ცნობილი შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი საპროტესტო აქციის დროს დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, ტუნბერგი სხვა აქტივისტებთან ერთად გერმანიის სოფელ ლუცერატის დანგრევას აპროტესტებდა.

„გრეტა ტუნბერგი იყო იმ აქტივისტთაგან ერთ-ერთი, რომელიც პროტესტის ნიშნად მაღაროს კიდისკენ გაეშურა. თუმცა, ის შეაჩერეს და მოხდა ჯგუფთან ერთად მისი გაყვანა საშიშროების ადგილიდან, რათა მომხდარიყო მათი იდენტობის დადგენა“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის სოფელ ლუცერატი ენერგეტიკულმა კომპანია RWE-მ შეისყიდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებას გეგმავდა, თუმცა ეკოაქტივისტებმა ტერიტორია დაიკავეს და იქიდან წასვლას არ აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები