„ფინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთთან ომში მანამ, სანამ საჭირო იქნება“ – სანა მარინი
ფინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთთან ომში მანამ, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ერთადერთი გზავნილი, რომელიც უნდა გავაგზავნოთ, არის ის, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ერთი წელი, ორი წელი, ხუთი წელი, 10 წელი, 15 წელი“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
2022 წელს ფინეთის მთავრობამ უკრაინის მხარდაჭერისთვის 300 მილიონამდე ევრო დახარჯა, აქედან 190 მილიონამდე ევრო თავდაცვის აღჭურვილობის შეძენას მოხმარდა.