ევროკომისიის პრეზიდენტი: დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ

Ursula von der Leyen, president of the European Commission, speaks to reporters on the opening day of the World Economic Forum (WEF) in Davos, Switzerland, on Tuesday, Jan. 17, 2023. The annual Davos gathering of political leaders, top executives and celebrities runs from January 16 to 20. Photographer: Stefan Wermuth/Bloomberg via Getty Images

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ.

მისი თქმით, უკრაინას ესაჭიროება სამხედრო ტექნიკა, რაც ასევე მოიცავს მოწინავე სისტემებს.

ფონ დერ ლაიენმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მზადდება.

„მეათე პაკეტი ძირითადად ორიენტირებული იქნება ხარვეზების აღმოფხვრაზე და მასიური შედეგების მოტანაზე მათთვის, ვინც გვერდს აუვლის ევროკავშირის სანქციებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები