ომის რუსული ფორმულა ყველასთვის ცნობილია: ტერორისტული აქტები, გენოციდი, ომის დანაშაულები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინული მშვიდობის ფორმულა ათ პუნქტს შეიცავს, რომლებსაც შეუძლია უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ცხოვრება უსაფრთხო და სამართლიანი გახადოს.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში. გრძელდება სიმართლის თქმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.
ომის რუსული ფორმულა ყველასთვის ცნობილია: ტერორისტული აქტები, გენოციდი, ომის დანაშაულები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება.
უკრაინული მშვიდობის ფორმულა, პირიქით, შეიცავს ათ პუნქტს, რომლებსაც შეუძლია უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ცხოვრება უსაფრთხო და სამართლიანი გახადოს.
მადლობელი ვარ ოლენა ზელენსკასი უკრაინის მშვიდობის ფორმულის წარდგენისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის გამარჯვებისთვის“, – წერს ზელენსკი Facebook-ზე.