დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია

რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას  ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

„განახლებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა რაკეტამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი“, – წერს  რეზნიჩენკო სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, 20-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დნიპროში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში 14 იანვარს მიიტანეს. ოკუპანტების რაკეტამ ერთი სადარბაზო მთლიანად გაანადგურა, რომელშიც 72 ბინა და 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები