“სანქციების გამო, რუსეთს ათწლეულების განმავლობაში რეცესია ელოდება” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციები ქვეყნის ეკონომიკას რეცესიაში აგდებს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესს სანქციებს ვაწესებთ, რომლებიც მის ეკონომიკას ისეთ რეცესიაში აგდებს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება. მისი ინდუსტრია მოკლებულია თანამედროვე და კრიტიკულ ტექნოლოგიებს“, – თქვა მან.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ რუსეთის აგრესიული ომი დაუსჯელი არ დარჩება.

მან ასევე დაჰპირდა უკრაინელებს, რომ დასავლეთის მხრიდან „უკრაინის ურყევი მხარდაჭერა“ არ შესუსტდება.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თქვენმა ქვეყანამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა და შთააგონა ევროპა, და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროპა ყოველთვის თქვენთან იქნება“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები