რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
ბოლო ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სარაკეტო იერიშის შედეგად სულ 79 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 ბავშვია. მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად 39 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვი იყო.
დნიპროში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის იერიში 14 იანვარს მოხდა. ოკუპანტების რაკეტამ ერთი სადარბაზო მთლიანად გაანადგურა, რომელშიც 72 ბინა და რომელშიც 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული.