გამოცხადდება თუ არა რუსეთში მორიგი მობილიზაცია და რატომ გახდა საჭირო არმიის 1,5 მილიონ ჯარისკაცამდე გაზრდა – პესკოვის კომენტარი

რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეების 1,5 მილიონამდე ზრდა, დასავლეთის ქმედებებით, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

„ეს განპირობებულია ომით, რომელსაც აწარმოებენ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, პროქსი-ომი, რომელიც ასევე მოიცავს საომარ მოქმედებებში არაპირდაპირი მონაწილეობის ელემენტებს და ეკონომიკური ომის, ფინანსური ომის, იურიდიული ომის ელემენტებს, სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გასვლას და სხვა. სწორად ამასთან არის დაკავშირებული ასეთი ზომები. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო თავის როლს ასრულებს“, – განაცხადა პესკოვმა.

რაც შეეხება ამ ფონზე მობილიზაციის მეორე ტალღის, შესაძლო გამოცხადებას, პესკოვი ამბობს, რომ ასეთი ჭორები უცხოეთიდან მოდის.

“ხელოვნურად არის ინფორმაცია გაღვივებული საზღვარგარეთიდან და ქვეყნის შიგნიდან. მე გთავაზობთ, რომ ყოველთვის გაიხსენოთ შესაბამისი განცხადებები, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა ამ თემაზე”, – თქვა მან.

რუსეთის ჯარში ფართომასშტაბიანი ცვლილებები მოხდება. კერძოდ, 2026 წლამდე მისი რიცხვი 1,5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის არმიაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 13 იანვარს უკრაინის სამხედრო დაზვერვაში გაკეთდა.

აღინიშნა, რომ იგეგმება 2-მილიონიანი ჯარის შექმნა.

ამასთან ითქვა, რომ ამ მიზნისთვის რუსეთს კიდევ ერთი მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდება, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები