Covid-19-ის დროს დაშვებული დარღვევების გამო, ვიეტნამის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ვიეტნამის პრეზიდენტმა, ნგუენ ჩუან ფუკმა თანამდებობა დატოვა. ქვეყნის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტი “მის ნებაყოფლობით გადადგომას დათანხმდა”.

ამის შესახებ გაზეთი VnExpress კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

“პრემიერმინისტრის რანგში 2016-2021 წლებში, მან დიდი ძალისხმევა გაიღო “კოვიდ-19″-ის პანდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. თუმცა, მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ბევრმა თანამდებობის პირმა, მათ შორის ორმა ვიცე-პრემიერმა და სამმა მინისტრმა დარღვევები დაუშვა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. თანამდებობები დატოვა ორმა ვიცე-პრემიერმა, ხოლო ორმა მინისტრს და რამდენიმე სხვა თანამდებობის პირს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. პასუხისმგებლობის მკაფიო გაცნობიერებით ფუკმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა”,- ნათქვამია განცხადებაში.

ნგუენ ჩუან ფუკი  2016-2021 წლებში ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2021 წლის აპრილში ის პრეზიდენტად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები