ლიბერთისა და ლაბორატორია ‘მეგალაბის’ ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო
ლიბერთი ბანკსა და მულტიპროფილურ ლაბორატორია ‘მეგალაბს’ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
,,დღეიდან, ლიბერთისთან ერთად ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას, რომელიც ლაბორატორია მეგალაბის სერვისებზე, ხელმისაწვდომი პირობებით სარგებლობას ითვალისწინებს. სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ მეგალაბის ნებისმიერ ფილიალში, ასევე მეგალაბ დრაივისა და ბინაზე უფასო გამოძახების სერვისით სარგებლობისას. მეგალაბი პირველი სამედიცინო ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღო. ჩვენი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში,რომ იგი აერთიანებს ლაბორატორიული სერვისის ყველა მიმართულებას – კლინიკური და პათლოგანატომიური მიმართულებების კუთხით” – ნინო ღულათავა, მეგალაბის სამედიცინო დირექტორი ,,უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და პროდუქტებს. უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ წამყვან სააფთიაქო ქსელებთან, ასევე მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებთან და კლინიკებთან.
მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა მეგალაბთან, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა და მათი სერვისებით ლიბერთის მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს” – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.