დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა, მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს

რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, მაშველებმა ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს. ჯამში, ოკუპანტის რაკეტას უკვე 4 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

ადგილზე ახლა უკვე 24 დაკარგულის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 3 ბავშვი იყო; 77 დაშავებულის, მათგან 14 ბავშვის; და 25 მოქალაქის შესახებ, რომელთა ძებნა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები