ინდოეთი რუსეთისთვის “კალაშნიკოვებს” ამზადებს? – უტარ-პრადეშის შტატში АК-203-ის წარმოება დაიწყო

უტარ-პრადეშის შტატში რუსულ-ინდურმა საწარმომ – Indo-Russian Rifles Private Limited-მა AK-203-ის წარმოება დაიწყო, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.

ამის შესახებ რუსული “როსობორონექსპორტის” ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ „AK-203 ავტომატების სერიული წარმოებით, ინდოეთის არმიას მიეწოდება მაღალი ხარისხის, მოსახერხებელი და თანამედროვე მცირე ზომის იარაღი. მოდელი აერთიანებს შესანიშნავ ერგონომიკას, მომხმარებელზეა ადაპტირებული და აქვს მაღალი შესრულების მახასიათებლები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია”.

როგორც “როსტეხის” დირექტორმა, სერგეი ჩემეზოვმა თქვა, რუსეთს და ინდოეთს აქვთ საიმედო პარტნიორული ურთიერთობები.

“რისობორონექსპორტში” აცხადებენ, რომ Korwa Ordnance Factory-ს საწარმოში AK-203-ების 7,62 მმ. პირველი პარტია უკვე დამზადდა.

გენერალური დირექტორის, ალექსანდრე მახეევის თქმით, ინდოეთის არმიისთვის იარაღის მიწოდება მალე დაიწყება.

„ამავდროულად, ქარხნის სიმძლავრე საშუალებას იძლევა, რომ წარმოება გაზარდოს და იარაღი ინდოეთის სხვა ძალოვან უწყებებსაც მიაწოდოს. გარდა ამისა, ერთობლივი საწარმო შეძლებს პროდუქციის ექსპორტს მესამე ქვეყნებში“, – დასძინა მიხეევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები