დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

“ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე დაღუპული ამოიყვანეს. ამჟამად 35 მოქალაქეა დაღუპული მათ შორის ორი ბავშვია,” – განაცხადა რეზნიჩენკომ.

მისივე ინფორმაციით, 39 მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა, 75 დაშავდა, დაჭრილებს შორის 14 ბავშვია.

სახლის კიდევ 35 მაცხოვრებლის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

“ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება“, – დასძინა ქალაქის ადმინისტრაციის უფროსმა.

ოკუპანტებმა დნიპროში 9-სართულიანი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები