მთავრობაში სააკაშვილის ქმედებას არასერიოზულს უწოდებენ

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო კობახიძე სააკაშვილის მიერ სამოსის დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ექსპრეზიდენტის ქმედება არასერიოზულია. “როდესაც ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობ ნივთებს და მერე ისევ აბრუნებ, ეს მე მგონი, ძალიან არასერიოზულია და ჩვენ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა ნინო კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციას გაუგზავნა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის – შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები