გიორგი მარგველაშვილი ბრიფინგს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს და ექსპერტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ მისეულ ხედვას აცნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირთან ერთად, შეხვედრას, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმით მიმდინარეობს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც უძღვება. განხილულ თემებს გიორგი მარგველაშვილი ბრიფინგზე შეაჯამებს, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე გაიმართება.