აფხაზეთის მთავრობა: მალხაზ ბასილაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში არ მუშაობს
ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში არ მუშაობს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება საინფორმაციო საშუალებებისა და სოციალურ ქსელით გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს-და ჟურნალისტი მალხაზ ბასიალაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მუშაობს. „საინფორმაციო საშუალებებში და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მალხაზ ბასილაია არ მუშაობს აფხაზეთის მთავრობაში, მით უფრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. ის არ არის დეპარტამენტის თანამშრომელი და არანაირი კავშირი არა აქვს აფხაზეთის მთავრობის საინფორმაციო სამსახურთან“ – ნათქვამია განცხადებაში.