“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქმის წარმართვა მართლმსაჯულების მაღალი ხარისხით„
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქმის წარმართვა მართლმსაჯულების მაღალი ხარისხით, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. ნორლანდი ბათუმში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებულ უცხოელი დიპლომატებისა და საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი მათგანია. ჩვენი მიზანია საქართველოში იყოს მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ მოვლენებს გავიხსენებ 29 ივლისის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას რომ უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების პროცესი და საქმის წარმართვა“, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.