გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება არ შეეზღუდება

პრეზიდენტს უფლებამოსილება არ შეეზღუდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა. “უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობა პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებს, რაც გამოწვეულია ახალი საკონსტიტუციო რეგულაციებით. დაახლოებით 150 კანონში განხორციელდა უკვე ცვლილება. ეს არის ამ პროცესის გაგრძელება. ხდება დაზუსტება და დარეგულირება იმ საკითხების, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით სხვაგვარად არის დარეგულირებული და აღნიშნულის ასახვა ხდება საქართველოს კანონმდებლობაში. არანაირი უფლებამოსილების შეზღუდვა ან რაიმე ზედმეტი უფლებამოსილების მინიჭება მთავრობის მიმართ არ ხორციელდება. ეს არის ტექნიკური საკითხი, საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტის მიხედვით, გაერთიანებული შტაბის უფროსს, პრეზიდენტის ნაცვლად, თავდაცვის მინისტრი დანიშნავს. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც, რომლის განცხადებით, ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები