“თავდაცვის შესახებ” კანონპროექტში ცვლილება შევა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან ანგარიშვალდებული იქნება, აღნიშნული ცვლილება “თავდაცვის შესახებ” კანონპროექტში შევა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი იქნება. “არის რიგი ცვლილებებისა, რომლებიც განხილვის პროცესშია. დაველოდოთ საპარლამენტო კომიტეტებში განხილვას. იქაც იქნება ინტენსიური დებატები აღნიშნულ კანონპროექტზე და შემდეგ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც იქნება სრულ თავსებადობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ასევე, კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გენერალური შტაბის უფროსი იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს პრეზიდენტთანაც”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები