სააკაშვილის მიერ გაგზავნილი ტანსაცმელი კანცელარიამ არ მიიღო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილი ქაშმირის პალტო და შვიდი პიჯაკი საშვთა ბიუროში არ ჩაიბარეს. როგორც საშვთა ბიუროში აღნიშნეს, მათ ტანისამოსის ჩაბარების უფლება არ აქვთ. „ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტაციას. რაც შეეხება ტანსაცმელს მას ვერ ჩავიბარებთ“, – აღნიშნეს საშვთა ბიუროში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო ხარჯებით ნაყიდ პიჯაკებს მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიტანეს. სააკაშვილის შარვალ-კოსტუმი მთავრობის ადმინისტრაციას კურიერის მეშვეობით გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები