რა რჩევებს აძლევს დავით სერგეენკო მოსახლეობას?

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს. როგორც მინისტრმა განმარტა, საზოგადოებამ თავი უნდა აარიდოს ცხელ საათებში შუადღეზე გარეთ გასვლას. მისივე თქმით, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს, აუცილებელია 2,5 ლიტრი სითხის მიღება. „მაღალი ტემპერატურის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ: პირველი, რაც არის მაღალი ტემპერატურის დროს მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს გარეთ გასვლას. ასევე, ძალიან პრინციპულია სითხის მიღება, მინიმუმ ეს უნდა იყოს 2,5 ლიტრი დღე-ღამეში, თუმცა შეიძლება იყოს უფრო მეტიც. ზღვაზე დამსვენებლებმა თავი უნდა აარიდონ შუადღეზე ცხელი მზის საათებში მზის გულზე ყოფნას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები