ბოლო ერთ დღეში ლიკვიდირებული 430 ოკუპანტი – უკრაინის გენშტაბი განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს
უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო ერთ დღეში კიდევ 430 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ჯამში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე – 113 990 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
რაც შეეხება მატერიალურ მხარეს ოკუპანტებმა 6159 ჯავშანტექნიკა დაკარგეს; 4826 სატრანსპორტო საშუალება და სატვირთო მანქანა; 3094 ტანკი; 2082 საარტილერიო სისტემა; 1865 დრონი; 723 ფრთოსანი რაკეტა; 437 საზენიტო სისტემა; 285 თვითმფრინავი; 276 ვერტმფრენი; 218 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 184 სპეციალური ტექნიკა; 17 გემი/ კატერი.