„ეს არის პროპაგანდის ნაწილი“ – უკრაინის ელჩი თურქეთიდან კასეტური საბრძოლო მასალის სავარაუდო მიწოდების შესახებ

უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ინფორმაცია უკრაინელი სამხედროებისთვის კასეტური საბრძოლო მასალის სავარაუდო მიწოდების შესახებ არ არის სიმართლე.

ამის შესახებ RBC-Ukraine თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, განცხადებები, რომ უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებს, მიზანმიმართულად ვრცელდება, რათა უკრაინა-თურქეთის ურთიერთობებს ზიანი მიაყენონ.

გარდა ამისა, როგორც ელჩი აცხადებს, ამ გზით მათ სურთ, უკრაინისა და თურქეთის მიმართ ნეგატიური საერთაშორისო იმიჯი შექმნან.

ამასთან, უკრაინის ელჩი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი კრძალავს ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენებას. მეტიც, უკრაინა ყოველთვის იცავს საერთაშორისო ნორმებს რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც კი.

ბოდნარის თქმით, კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაცია არის ჭორი.

„ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პროცესში, რადგან არსებული კონტაქტების მიუხედავად, მეომარ მხარეებს (რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას) შორის არ არსებობს ნდობა. თურქეთი არის პარტნიორი, რომელსაც კიევი ენდობა. ანკარას, ასევე, აქვს კარგი ურთიერთობაა რუსეთთან. ამიტომ, თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ პლატფორმაში“, – განაცხადა ვასილ ბოდნარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები