„ეს ოპოზიციაც არასწორად გაზრდილი ხალხია, ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები“ – ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, გიული ალასანია საუბრობს

ეს ოპოზიციაც ასე არასწორად გაზრდილი ხალხია, ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აუდიო ჩანაწერში აცხადებს, რომელსაც „კურიერი“ ავრცელებს და რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე არის ჩაწერილი.

მისი თქმით, ოპოზიცია სააკაშვილის კარგად ყოფნის დროსაც პარაზიტობდა და მისი ცუდად ყოფნის დროსაც მის ხარჯზე იყვნენ.

„უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა. თანაც ახლა ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს. პროცენტულად არ აქვს ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ, ამ სიტუაციაში არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება, არ ვიცი. შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ. ეს ოპოზიციაც ასე არასწორად გაზრდილი ხალხია, ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები. სულ პარაზიტობდნენ ამ მიშიკოს ე.ი. კარგად ყოფნის დროს. მიშიკოს კარგად ყოფნის დროსაც პარაზიტობდნენ და ცუდად ყოფნის დროსაც ამის ხარჯზე იყვნენ“, – აცხადებს გიული ალასანია.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, ფრაზები, რომელიც მასალაში ისმის, გიული ალასანიას ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები