სამთავროს ფერიცვალების ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს

 

მცხეთაში სამთავროს მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი და სასულიერო პირები დღესასწაულთან დაკავშირებით, ყურძენსა და ახალ ხილს აკურთხებენ. უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და ფერიცვალებას მიულოცავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მარხვა თევზით ხსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები