“თელასი” თბილისში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, პროფილაქტიკურ სამუშაოებს შეაჩერებს
კომპანია “თელასი” დღეს თბილისში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, პროფილაქტიკურ სამუშაოებს შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “თბილისში მოსალოდნელი მაღალი ტემპერეტურის გამო სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო”, – აცხადებენ კომპანიაში.
საქართველოში დღეს ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.