გია ცაგარეიშვილი: მელიამ იცოდა, რომ საწინააღმდეგო ბანაკიდან სავარაუდოდ ამზადებდნენ შესაბამის მასალებს გამოსაქვეყნებლად

“მელიამ მშვენივრად იცოდა, რომ საწინააღმდეგო ბანაკიდან სავარაუდოდ ამზადებდნენ შესაბამის მასალებს გამოსაქვეყნებლად. ეს „მოარული“ ხმები „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ დადიოდა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

ცაგარეიშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდობლობის დიდი უფსკრულია.

„ეს მეტყველებს იმ საშინელ კრიზისზე, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სუფევს. იქ უნდობლობის ძალიან დიდი უფსკრულია გაჩენილი თანაპარტიელებს შორის და მიმდინარეობს შიდაპარტიული დაუნდობელი ბრძოლა. ამ ადამიანების დაპირისპირება უკვე ისეთ ფაზაში გადავიდა რომ მათი გამაერთიანებელი ფაქტორი ვერც სააკაშვილი გახდა“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები