ეკა სეფაშვილი: ის საერთაშორისო რეზოლუციები, რომელშიც საქართველომ პოლიტიკური მონაწილეობა მიიღო, ცალსახად მეტყველებს უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე
“ის საერთაშორისო რეზოლუციები, რომელშიც საქართველომ პოლიტიკური მონაწილეობა მიიღო, ის თანასპონსორობა, რომელიც საქართველომ გამოიჩინა ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალში ომის დანაშაულების გამოძიების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ცალსახად მეტყველებს უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერაზე”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სეფაშვილის თქმით, მთავრობა მას განახორციელებს იმიტომ, რომ საქართველო თავის გეოპოლიტიკურ როლს მსოფლიოში იბრუნებს.
„ერთადერთი საკითხი, რომელშიც საქართველომ არ გაიზიარა უკრაინის მოთხოვნა, არის იარაღის გადაცემა და მოხალისეებით სავსე თვითმფრინავის ოფიციალურად გაგზავნა თბილისიდან, რაც არის ომში პირდაპირი ჩართვის მცდელობაა და ამას საქართველოს მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს მთავრობა ამას, რა თქმა უნდა, განახორციელებს იმიტომ, რომ საქართველო იბრუნებს თავის გეოპოლიტიკურ როლს მსოფლიოში, რაც მდგომარეობს სატრანზიტო ფუნქციის შესრულებაში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.