თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მესამედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს – მეორედ, ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერტიფიკატი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერტიფიკატი, რომელსაც აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI) გასცემს, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაა.
აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციების შესაბამისად, მგზავრებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო გარემო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები