“ეს არის სომხეთის პრემიერის ახალი განცხადება” – კრემლი სომხეთში კუხო-ს სწავლების გამართვაზე უარს გამოეხმაურა

კუხო-ს სწავლებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სომხეთის პოზიცია დაზუსტდება, – თქვა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. 

„ეს არის სომხეთის პრემიერმინისტრის საკმაოდ ახალი განცხადება. ვფიქრობ, რომ კოლეგები კუხო-დან კავშირზე იქნებიან, დაზუსტდება სომხეთის პოზიციის დეტალები. ნებისმიერ შემთხვევაში – სომხეთი ჩვენი ძალიან ახლო მოკავშირეა, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, მათ შორის ის საკითხებზე, რომლებიც ახლა ძალიან რთულია“, – განაცხადა მან.

სომხეთში წელს კუხო-ს სამხედრო სწავლების გამართვაზე უარი სომხეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე შესაბამისი წინადადებით ერევანს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები