სომხეთი მიზანშეუწონლად მიიჩნევს წელს, რესპუბლიკაში კუხო-ს (ОДКБ) სამხედრო სწავლების გამართვას, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კუხო-ს სამშვიდობო წვრთნები „ურღვევი ძმობა-2023“ სომხეთში გაიმართება.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ამ მხრივ გარკვეული გაუგებრობაა, რადგან სომხეთის თავდაცვის მინისტრმა კუხო-ს გაერთიანებულ შტაბს უკვე აცნობა, რომ სომხური მხარე მიზანშეუწონლად მიიჩნევს წელს წვრთნების ჩატარებას.
“ეს წვრთნები არ ჩატარდება”, – განაცხადა ფაშინიანმა.