ბექა დავითულიანი: “ნაციონალურ მოძრაობაში” საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს

„ბრალს გვდებენ, რომ ამ ჩანაწერთან ხელისუფლებას აქვს კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების” ბევრი წევრი ისევე, როგორც მე, “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში ვემხრობით ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი იმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა მელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” საქმე კარგად არ მიდის.

“ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილს, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია. ისინი როგორც მთელ ქვეყანას იწერდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს საკუთარი პარტიის წევრებს იწერენ, უქვეყნებენ, აშანტაჟებენ და ა.შ. ჩვენ ვიცით რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს. ჩვენ დიდი ინტერესი ამ პროცესის მიმართ არ გაგვაჩნია”,- განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები