რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ნენეცის ავტონომიურ ოლქში, სოფელ კარატაიკთან თვითმფრინავი ან-2 ჩამოვარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ეკიპაჟის 2 წევრი და 10 მგზავრი.

თუმცა, როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ტელეგრამის არხზეა ნათქვამი, არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაღუპულია.

An-2 ნარიან-მარ – კარატაიკა – ვარანდეი – ნარიან-მარის მარშუტით გაფრინდა.

როგორც “ინტერფაქსს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყარომ უთხრა, „ავარია თვითმფრინავის გაყინვის გამო მოხდა“.

დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ ერთი ეკიპაჟის წევრი და ერთი მგზავრია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები