გამოცხადდება თუ არა რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა – პესკოვის კომენტარი
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ არ არის საჭირო ყურადღების მიქცევა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციისთვის, რომ რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადება იგეგმება.
„არ არის საჭირო, ზოგადად, ტელეგრამისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება. პირველადი წყარო არის ოფიციალური ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. არ არის საჭირო ტელეგრამის მნიშვნელობის გადაჭარბება“, – განაცხადა პესკოვმა.
მანვე გაიხსენა, რომ მობილიზაციის შესახებ ოფიციალურმა ხელისუფლებამ „არაერთხელ თქვა ყველაფერი“.
უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთი 15 იანვარს მობილიზაციის მეორე ტალღას გამოაცხადებს, რომელიც, ამჯერად მსხვილ ქალაქებს შეეხება.