“დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არაფერს შეცვლის” – კრემლი

“დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ფუნდამენტურად ვერაფერს შეცვლის, ეს ვერ შეცვლის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევას”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ზელენსკისთან საუბარში აღნიშნა რომ პარიზი კიევს ჯავშანტექნიკას ან AMX-10RC ბორბლიან ტანკებს მიაწვდის.

“არ აქვს მნიშვნელობა ვისაუბროთ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იარაღის მიწოდებით უკრაინაში ათობით მილიარდი დოლარი ჩადეს”, – თქვა პესკოვმა მაკრონის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიწოდებები ძირეულად ვერაფერს შეცვლის.

“ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი შემატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს. მაგრამ პრინციპში ვერაფერს გადაჭრის. და ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები