რომის პაპი: უკრაინაში ომი არის დანაშაული ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი არის დანაშაული ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.
ამის შესახებ მან ყოველწლიურ მიმართვაში, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე გამოსვლისას თქვა.
პონტიფიკოსის თქმით, “ისეთი ომები, როგორსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს განურჩევლად ანადგურებენ, არის დანაშაული ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ”.