ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში აგრარული ბაზარი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში მდებარე სასურსათო ბაზარი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქი ს-300 ტიპის რაკეტებით დაიბომბა.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების თანამშრომლები.

ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები