ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს პროვინცია ჰენანში კორონავირუსით ადგილობრივების, თითქმის 90%-ია დაინფიცირებული.
ამის შესახებ პროვინციის ჯანმრთელობის კომისიის დირექტორმა, კანგ კუანჩენგმა თქვა.
მისი თქმით, პროვინციაში 99,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც დაახლოებით, 88,5 მილიონი შეიძლება უკვე იყოს ინფიცირებული.
კუანჩენგი ამბობს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტებმა პიკს 19 დეკემბერს მიაღწია, „რის შემდეგაც მუდმივი კლების ტენდენცია იყო“.