უკრაინამ საქართველოს “ბუკ”-ის კომპლექსები სთხოვა, რომელიც თბილისს 2008 წელს გადაეცა – ანდრეი კასიანოვი

კიევმა თბილისს “ბუკ”-ის კომპლექსების გადაცემა სთხოვა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაშია ნათქვამი.

“უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში და ღიად აცხადებდა იარაღის მიწოდების სასიცოცხლო აუცილებლობაზე”,- აღნიშნა დიპლომატმა.

კერძოდ, კიევმა სთხოვა თბილისს “ბუკ”-ის კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

გარდა ამისა, უკრაინამ ითხოვა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ები.

მისი თქმით, ამ კომპლექსებთან დაკავშირებით არსებობდა არამხოლოდ აშშ-ს თანხმობა, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკური დავებისას გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ“, – განაცხადა კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები