უამინდობის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის – ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დასუფთავების სამსახურის მობილური – სამუშაო ჯგუფები და შპს “საგარეჯოს” სპეცტექნიკა მობილიზებულია და შესაბამის ლოკაციებზე გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტულად განხორციელდება.
გთხოვთ, იმოძრაოთ სიფრთხილის დაცვით, გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას”, – აღნიშნულია საგარეჯოს მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები