ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადმოწევას არ გამორიცხავს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადმოწევა არ გამორიცხა.
ამის შესახებ მან ანტალიაში გამართულ შეხვედრაზე თქვა.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს იგეგმება, თუმცა მანამდე ერდოღანმა არ გამორიცხა ვადის გადმოწევა „სეზონური პირობების გათვალისწინებით“.
“2023 წლის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული თურქეთის ისტორიაში. ჩვენ დიდი ხანია ვემზადებოდით არჩევნებისთვის, რომლის თარიღიც, შეიძლება ცოტათი შეიცვალოს. იმ დროს როდესაც სხვები დროს შიდა გარჩევებზე ფლანგავდნენ, ჩვენ უმცირეს დეტალებამდე ვმუშაობდით იმ სერვისებზე, რომლებსაც ამიერიდან შევთავაზებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს”,- თქვა მან.
თავად ერდოღანი არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და იქნება “ხალხის ალიანსის” წარმომადგენელი.