პრემიერმინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.
საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.