ხობის კულტურის სასახლეში საშობაო კონცერტი გაიმართა
დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბუკიას ინიციატივით საშობაო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მსმენელის წინაშე ანდრია გველესიანი მის ბენდთან ერთად, ქართული და უცხოური სიმღერებით წარდგა.
საზეიმო საღამო ფეიერვერკით დასრულდა. შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.