„2023 წელს უკრაინის ჯარები შეტევაზე გადავლენ“ – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, 2023 წელს უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეტევით ოპერაციებს დაიწყებს.

მისი თქმით, უკრაინის არმიას ამაში დაეხმარება დასავლელი მოკავშირეებისგან მიღებული იარაღი: „ბრედლის“ და „მარდერის“ ქვეითი საბრძოლო მანქანები, „ბასტიონის“ ჯავშანტრანსპორტიორი, AMX-10 RC ჯავშანტექნიკა, „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები და მრავალი სხვა, რაც ნაკლებად საჯაროა ან საერთოდ არ არის საჯარო.

„გჯეროდეთ უკრაინის“, – განაცხადა დანილოვმა და გაიხსენა, თუ როგორ შეცვალა უკრაინელების ხელში დასავლურმა იარაღმა ომის მიმდინარეობა მათ სასარგებლოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები