გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა, რომელსაც ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს – დესტაბილიზაცია და ისეთი რყევების გამოწვევა, რაც მათი აზრით, მთავრობას შეცვლის

„ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა, რომელსაც ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს – დესტაბილიზაცია და ისეთი რყევების გამოწვევა, რაც მათი აზრით, მთავრობას შეცვლის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

„როცა პარტიას რესურსი არ გააჩნია, რასაკვირველია, ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი – ვიომოთ იმისათვის, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს, რათა გავყვეთ გეგმას, რაც შემუშავებულია მათ შორის მეორე ფრინტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით…

შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია – ხაბეიშვილი, მელია თუ თავმჯდომარეობის ის მესამე კანდიდატი, რომლის გვარს ხშირად ვერ იხსენებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები