გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტს კონსტიტუციურად არ აქვს უფლება, პატიმარს სასჯელი გადაუვადოს
„მარგველაშვილის ამ უტიფრობას არ აქვს საზღვარი. ჯერ ერთი, ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, იმიტომ რომ პრეზიდენტს კონსტიტუციურად არ აქვს უფლება, პატიმარს სასჯელი გადაუვადოს – მას აქვს უფლება, შეიწყალოს”,- ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.
“მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ რატომღაც უნდა, რომ კვერი გაუგოროს „ნაცმოძრაობას“. როგორც ჩანს, ისიც ჩართულია თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევნებში. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი აღმოჩნდა პოლიტიკური ღამურას როლში. არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების იმედი აქვს, არც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების – და ახლა ცდილობს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენოს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.